იან კელი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებულია

იან კელი აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის გამო შეშფოთებულია

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ხურჩა-ნაბაკევის, შემდეგ კი ორსანტია-ოტობაიას ე.წ. საზღვართან მივიდა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. კელის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე.

„ეს პირველ რიგში ახალგაზრდებზე აისახება უარყოფითად, რომლებიც სასწავლებლად გადმოდიან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი მოხუცებსა და ავადმყოფებზე. ჩვენ შეშფოთებული ვართ ამ გადაწყვეტილებით და ამ საკითხს როგორც გაერო-ში, ისე ეუთო-სა და ჟენევის მოლაპარაკებებზე აუცილებლად დავაყენებთ, რომ იქნებ ეს გადაწყვეტილება იქნეს გადახედილი“, - აღნიშნა იან კელიმ.