საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე აცხადებს, რომ უკრაინაში დაკავებული ქართველო გია ცერცვაძე რუსეთს არ უნდა გადაეცეს, რადგან ის მისი უფლებები დაცული ვერ იქნება.
"საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ჩვენი მოქალაქეების სხვა ქვეყნისთვის გადაცემას. არის კომუნიკაცია, კონსულტაციები, ჩვენ მხარესა და უკრაინის მთავარ პროკურორს შორის. საქართველომ დააფიქსირად ცალსახად თავისი პოზიცია, რომ ჩვენი მოქალაქე არ უნდა იყოს გადაცემული რუსეთის მხარეზე, მითუმეტეს, რომ რუსეთის მხარე წარმაოდგენს ამ შემთხვევაში მხარეს, რომელსაც აქვს განთავსებული არაკანონიერი ბაზები საქართველოს ტერიტორიაზე და ცერცვაძის უფლება არ იქნება დაცული“,- განაცხადა კობა კობალაძემ.
დღეს უკრაინის სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე იმსჯელა, რომლის მიხედვითაც გია ცერცვაძეს 40 დღიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.
ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა.