სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი, მის ნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

სახალხო დამცველის არჩევა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი, მის ნებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

სახალხო დამცველის არჩევა იმგვარად უნდა მოხდეს, რომ ეს მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის გადასაწყვეტი, მის ნებაზე დამოკიდებული არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტმა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ვახუშტი მენამდემ განუცხადა, რომელიც კომისიას შესაბამის საკონსტიტუციო წინადადებას სთავაზობს.

“ჩვენს მიერ შეთავაზებულ პროექტში არის ვერსია, რომელიც ითვალისწინებს სახალხო დამცველის იმგვად არჩევას, რომ გარანტირებული იყოს როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესის მხარდაჭერა. კენჭისყრა უმრავლესობასა და უმცირესობაში ცალ-ცალკე უნდა ჩატარდეს და სახალხო დამცველობის კანდიდატმა ორივეს მხარდაჭერა მოიპოვოს. შეიძლება სხვა ვერსიებზეც საუბარი“, - განმარტავს ვახუტში მენაბდე.

ამასთან, მისივე შეთავაზებაა, სახალხო დამცველის არჩევა მოხდეს მხოლოდ ერთი ვადით, რადგან როგორც მენაბდე აცხადებს, ორი ვადის არსებობა ქმნის საფრხეს, სახალხო დამცველი საკუთარი საქმიანობისას იყოს ლოიალური მათ მიმართ, ვის არჩევაზეც ის არის დამოკიდებული.

პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა მიმდინარეობს.