სამხრეთ კორეის დელეგაცია ჰიდროგრაფიული სამსახურის მუშაობას გაეცნო

სამხრეთ კორეის დელეგაცია ჰიდროგრაფიული სამსახურის მუშაობას გაეცნო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურში“ სამუშაო ვიზიტით  სამხრეთ კორეის  დელეგაცია  იმყოფებოდა  საგარეო საქმეთა სამინისტროს დირექტორის მოადგილე ჩანგ ვუს, ოკეანეებისა და თევზის სარეწების სამინისტროს დირექტორის მოადგილე კანგ ჰი იანგის,  ჰიდროგრაფიისა და ოკეანოგრაფიის სააგენტოს დირექტორის  მოადგილე ლი სუნგ კის და საქართველოში სამხრეთ კორეის საელჩოს ატაშეს ბუმი კიმის შემადგენლობით.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა თავიანთი ქვეყნების ჰიდროგრაფიული სამსახურების საქმიანობის ამსახველი პრეზენტაციები წარმოადგინეს.

კორეის დელეგაციამ საქართელოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფრასტრუქტურა და  უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად სამსახურის მიერ დანერგილი თანამედროვე ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიები დაათვალიერა, ასევე გაეცნო სამსახურის მიერ  ქაღალდისა და ელექტრონული რუკების  წარმოების სპეციფიკას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებს  შორის დაისახა სამომავლო ურთიერთანამშრომლობის გეგმები ჰიდროგრაფიული სამსახურის  პერსონალის პოტენციალის ზრდისა  (CAPACITY BUILDING) და  კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.