მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს

მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება მთავრობამ პროცედურები ხელახლა გაიაროს, - ასე გამოეხმაურა ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბარში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია სტრასბურგში, საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების არ დამტკიცებას.

ამასთან, ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ არასწორი და ცრუ ინფორმაციები გავრცელდა იმ პირების მხრიდან, ვინც პროცესის მონაწილეები არ არიან.

”კომიტეტმა ჩათვალა, რომ საჭირო იქნება ხელახლა გაიაროს პროცედურა მთავრობამ და იყოს წარმოდგენილი აპრილამდე, ვიდრე აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იქნება, მოესწროს ამ პროცედურების ხელახლა გავლა და ახალი კანდიდატების წარდგენა.

ძალიან ბევრი არასწორი და ცრუ ინფორმაცია ვრცელდება იმ პირების მხრიდან, ვინც არც მონაწილეა ამ პროცესის და არც პირველწყაროდან აქვს ინფორმაცია. კომიტეტი დახურულია და ინფორმაცია კონფიდენციალურია, იცავს ამ წესებს და განსაკუთრებით მათ, ვისაც დიპლომატიური წარსული აქვთ, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არასწორი ინფორმაციების გავრცელება დახურული კომიტეტის შინაარსობრივ ნაწილზე არ შეიძლება. რეალობა არის ის, რომ კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მიიჩნია, რომ უკეთესი იქნება თუ პროცედურები იქნება გავლილი თავიდან”, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.