ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია

ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია

”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ სტრასბურგის მიერ საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ჩავარდნა ქვეყნის პრესტიჟისთვის ცუდია.

”სტრასბურგმა ქოცმთავრობის მიერ წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატების სია ჩააგდო. ანუ, ყველა ხვდება მთავრობის გარდა, რომ ევა გოცირიძის მოსამართლეობა სირცხვილია. ასევე ყველა ხვდება, რომ პროცედურების დაცვა და გამჭვირვალეობა მნიშვნელოვანია. მთავრობა კი ბოლო დღეები ჩვენს მეგობარ ქვეყნებს "ემათხოვრებოდა" გოცირიძეს მხარი დაუჭირეთო.

ცუდია ქვეყნის პრესტიჟისთვის, რომ სია ჩავარდა. ძალიან ცუდია. მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა ევა გოცირიძეს ამჯერად სტრასბურგში რომ ემტკიცებინა, რომ მაუწყებლისთვის სარედაქციო პოლიტიკის შეზღუდვა შესაძლებელია (”რუსთავი 2”-ის საქმეზე სწორედ ამას ამტკიცებდა).

ახლა საქართველოს თავიდან მოუწევს ყველა პროცედურის გავლა და, იმედია, ამჯერად გაცილებით ღირსეული კანდიდატი შეირჩევა”, - წერს სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”.

სტრასბურგში წარდგენილი მოსამართლეების კანდიდატურები ჩავარდა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილმა ელჩმა მამუკა ჟღენტმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, წინააღმდეგ ხმა 5-მა მისცა, 1 იყო მომხრე და ორმა თავი შეიკავა.