საქართველოს მთავარი პროკურორი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი აშშ-ს ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს,  მის აღმატებულება იან კელის შეხვდა.

შეხვედრის მიმდინარეობისას ირაკლი შოთაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა ბოლო პერიოდის განმავლობაში აშშ-ს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაწეული დახმარებისთვის, განსაკუთრებით  კი საქართველოს პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ამერიკელი კოლეგების მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქართველი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ურთიერთანამშრომლობის მნიშვნელობას და  ორივე მხარის მხრიდან გამოითქვა   მომავალში მისი კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები საქართველოს პროკურატურას კვლავაც აღმოუჩენენ დახმარებას რეფორმირების პროცესში, მათ შორის, უწყების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში იმპლემენტაციის, კიბერდანაშაულის, ტერორიზმისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულის კუთხით გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.