თამარ ჩუგოშვილი პედრო აგრამუნის განცხადებაზე

თამარ ჩუგოშვილი პედრო აგრამუნის განცხადებაზე

რაც შეეხება გიგი უგულავას საკითხს , როოგრც ჩემთვის კარგად არის ცნობილი ქართულმა სასამრთლო სისტემამ და ქართულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ასე ვთქვათ მისი გათავისუფლების თაობაზე მას შემდეგ, რაც მან ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული.

გუშინდელ ბატონი აგრამუნტის განცხადებას რაც შეეხება უგულავასთან დაკავშირებით, ჩვენი მთავარი ამოცა პრინციპში არის ის, რომ ბატონმა აგრამუნტმა ისევე როოგრც მთლიანად საპარლამენტო ასამბლეამ იცოდეს ძალიან კარგად, რომ საქართველოში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ არა სხვადასხვა პოლიტიკური პირების მოწოდების შედეგად და შემდეგ, არამედ იღებს მართსაჯულება და იღებს სასამართლო სისტემა მას შემდეგ, რაც შესაბამის პროცედურებს გაივლის და შესაბამის გადაწყვეტილებამდე მივა ჩაურევლად.

ეს არის ის სისტემა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ და დემოკრატიის და მართსაჯულების ის ხარისხი, რომელიც ამ ქვეყანას ეკუთვინის და რომელიც ჩვენს ქვეყანაში უდნა იყოს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ არსებობს წარმოდგენები ისეთ სტრუქტურებში როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, სასამართლო და მართსაჯულების სისტემები, შეიძლება რომელიმე უცხოელი თუ ქართველი პირის ზეწოლის შედეგად იღებდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

ასეთი რამ ჩვენ ქვეყანაში არ ხდება და არ მოხდება . ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს კარგად ავუხსნათ ჩვენს აქაურ მეგობრებს. როგორც ჩანს ინფორმაციის ნაკლებობაა, როგორც ჩანს მათ არ აქვთ სათანადო წარმოდგენა ქვეყანაში ინსტიტუციების მდგომარეობის თაობაზე და ჩვენი ამოცანას სწორედ ეს არის, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ისე როოგრც საჭიროა და ადეკვატური აღქმა ჰქონდეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამისთვის ვართ აქ. დღეს იმართება შეხვედრა, ჩემი პირადი შეხვედრა აგრამუნტთან,

ასევე სხვა თანამდებობის პირებთან და მე ნამდვილად მექნება შესაძლებლობა უფრო კარგად გავარკვიო ეს ადამიანი იმაში თუ როგორ მუშაობს ქართული მართსაჯულების სისტემა, რა დანაშაულების გამო იხდიდა სასჯელს გიგი უგულავა (საკმაოდ მძიმე დანაშაულების გამო) და როგორ ხდება პირების გათავისუფლება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან ისეთ ქვეყანაში როგორიც არის ჩვენი ქვეყანა.