ევროკავშირი, რუსეთის მხრიდან, ევროპაში ჩასატარებელი არჩევნების დეზინფორმაციის მცდელობის თავიდან ასაცილებლად დამატებით 800 ათას ევროს გამოყოფს

ევროკავშირი, რუსეთის მხრიდან, ევროპაში ჩასატარებელი არჩევნების დეზინფორმაციის მცდელობის თავიდან ასაცილებლად დამატებით 800 ათას ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერატიული სამუშაო ჯგუფისთვის (East StratCom Task Force) დამატებით 800 ათას ევროს გამოყოფს, რათა ევროპაში ჩასატარებელ არჩევნებზე, რუსეთის მხრიდან, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მცდელობა თავიდან იქნას აცილებული, - იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian.
გამოცემა იუწყება, რომ ვინაიდან უახლოეს პერიოდში გერმანიაში, საფრანგეთში და ნიდერლანდებში არჩევნები უნდა ჩატარდეს, ევროკავშირმა გადაწყვეტილება მიიღო დამატებით 800 ათასი ევროს გამოყოფაზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მცდელობისთვის დაპირისპირების მიზნით. 
აღნიშნული თანხა უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში დაიხარჯება და ევროკავშირის საგარეო სამსახურის მიმდინარე ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 
გამოცემა წერს, ევროდეპუტატები აღიარებენ, რომ არსებობს საფრთხე იმისა, რომ რუსეთის აშკარა გავლენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათ უბიძგებს მსგავსი კამპანიის ჩატარებისკენ ევროპაში.