უკრაინის გენპროკურორის მოადგილე - თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების ალბათობაზე მიანიშნებს, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ

უკრაინის გენპროკურორის მოადგილე - თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების ალბათობაზე მიანიშნებს, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ

თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე ან წამების ალბათობაზე მიანიშნებს, ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ, - ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ევგენი ენინმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში, ქართველი სამხედროს, გიორგი ცერცვაძის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ცერცვაძე ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ აჩვენა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. ენინის თქმით, სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოიჩენდა შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში.

„ამ ეტაპზე არ მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა ექსტრადაციის მოთხოვნა გამოაგზავნა. საერთაშორისო კონვენციებით მათ ამისთვის 40 დღე აქვთ. ამ ეტაპზე არ ვფლობ ინფორმაციას, რომელი გამსვლელი პუნქტები გაიარა ცერცვაძემ, როდესაც უკრაინაში მოემგზავრებოდა. თუმცა, როდესაც ჟულიენის აეროპორტში დაეშვა, სისტემამ გვაცნობა, რომ ეს პიროვნება საერთაშორისო ძებნაშია. სხვადასხვა მიზეზები არსებობს იმისა, თუ რატომ არ მუშაობს სისტემა და სიფრთხილეს გამოვიჩენდი შეფასებისას, რატომ არ აჩვენა ეს საქართველოში. რაც შეეხება რუსეთის და საქართველოს სპეცსამსახურების კონტაქტებს, ამაზე რთულია კომენტარის გაკეთება. ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია. უკრაინისთვის პრინციპულია საერთაშორისო ვალდებულებების დაცვა. თუ არსებობს წინაპირობა, რომელიც სიცოცხლის საფრთხეზე მიანიშნებს ან წამების ალბათობაზე ამ შემთხვევაში ჩვენ ექსტრადირებაზე უარს ვამბოთ“, - განაცხადა ენინმა.