ასტანაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაიმართება

ასტანაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკება გაიმართება

დღეს, ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება, - ამისშესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. 

მოლაპარაკებებში, რომელიც მოსკოვისა და ანკარას ინიციატივით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის, თურქეთის და ირანის დელეგაციები, გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხზე სტაფან დე მისტურა და ყაზახეთში აშშ-ის ელჩი.

შეხვედრა ასტანაში დახურულ კარს მიღმა სასტუმრო Rixos-ში გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაძლიერებას და ასადის ჯარის გაყვანას 2016 წლის 30 დეკემბრის მდგომარეობით პოზიციებზე.