დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ტერეზა მეისთან გამართავს

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ტერეზა მეისთან გამართავს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ხუთშაბათს ვაშინგტონში შეხვდება. აღნიშნული ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა გაავრცელა. 
ტერეზა მეი იქნება პირველი უცხოელი ლიდერი, რომელთანაც ტრამპი მოლაპარაკებას პრეზიდენტის რანგში გამართავს. 
სპაისერმა ასევე აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტთან, ენრიკე პენია ნიეტოსთან შეხვედრას გეგმავს. მოლაპარაკება სავარაუდოდ 31 იანვარს გაიმართება. 
არსებული ცნობით, ტრამპი და ტერეზა მეი ორ ქვეყნას შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხს განიხილავს, რომელიც დღის წესრიგში „ბრექსიტის“ ძალაში შესვლის შემდეგ დადგება. განხილვის ერთ-ერთი თემა ნატოში, ევროკავშირსა და რუსეთში არსებული მდგომარეობაც იქნება.