New York Times: ერდოღანმა გიულენის შესახებ მტკიცებულება ვერ წარადგინა ​

New York Times: ერდოღანმა გიულენის შესახებ მტკიცებულება ვერ წარადგინა ​

ერდოღანმა, 15 ივლისის გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით მოძრაობა ″ჰიზმეთის″ ბრალელუბასთან  დაკავშირებით ჯერ კიდევ მტკიცებულება ვერ წარადგინა, - ამის შესახხებ ამერიკული გაზეთი New York Times-ი წერს.

New York Times-ის სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ ერდოღანის რეჯიმმა პრესაზე ზეწოლა გააძლიერა და მოძრაობა ″ჰიზმეთის″ მიმართ გაკეთებულ ცილისწამებლურ განცხადებებთან დაკავშირებით ″არანაირი მტკიცებულება″ ვერ იქნა წარმოდგენილი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ერდოღანი და გიულენი ერთ დროს მოკავშირეები იყვნენ, ეხლა კი მკვეთრად არიან გაყოფილნი. ერდოღანმა, გიულენი 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის მოწყობაში დასდო ბრალი და ეს საკუთარი კონტროლის გასაძლიერებლად გამოიყენა. უფლებამოსილების გასაფართოებლად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ათასობით ჯარისკაცი დააპატიმრა, ასობით კონფისკაცია მოახდინა და ათასობით საჯარო მოხელე, პოლიციის თანამშრომელი, პედაგოგი, მოსამართლე და პროკურორი სამსახურებიდან გაანთავისუფლა. ამათგან უმრავლესობა გიულენის მიმდევრობაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა უმრავლესობა ციხეში ჩასვა.

ერდოღანმა პრესაზეზეწოლასმოუმატა. გადატრიალების მცდელობიდან დღემდე 120 ჟურნალისტი იქნა დაკავებული და დღესდღეობით თურქეთმა, ჟურნალისტების დაპატიმრებაში მსოფლიოში პირველ ადგილზე მყოფ ჩინეთს გაუსწრო.

წყარო: https://www.nytimes.com/2017/01/14/opinion/sunday/turkeys-relentless-attack-on-the-press.html?smid=tw-share&_r=3