Times: ბრიუსელის აგენტების ინფორმაციით, ერდოღანს ლიკვიდაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი

Times: ბრიუსელის აგენტების ინფორმაციით, ერდოღანს ლიკვიდაცია წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი

პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არმიის გაწმენდა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე ჰქონდა დაგეგმილი. ამის შესახებ ბრიტანული გაზეთი TheTimes-ი გამოქვეყნებულ ანგარიშში წერს.

Bruno Waterfield-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სადაზვერვო ცენტრის EU INTCEN-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ერდოღანს არმიის წმენდა 15 ივლისის გადატრიალების მცდელობამდე ჰქონდა დაგეგმილი.

ანგარიშში, თურქეთის ხელისუფლების მიერ წაყენებულ სავარაუდო ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულაჰ გიულენი დგას, ეწინააღმდეგება.

″გადატრიალების მოწყობის გადაწყვეტილება, მოახლოებული ლიკვიდაციის შიშით იქნა მიღბული. გადატრიალების მცდელობის უკან სავარაუდოდ,  გიულენისტების, ქემალისტების (სეკულარულები), მმართველი პარტიის ოპონენტების და ხელსაყრელი დროის ლოდინში მყოფი ჯგუფები დგანან. გიულენის გადატრიალების მცდელობაში პირდაპირი როლი ნაკლებად სავარაუდოა. გადატრიალების მცდელობამ, წინასწარ დაგეგმილ სამსახურიდან დათხოვნებზე დამაჩქარებელი გავლენა იქონია″ - ნათქვამია 2016 წლის 24 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

Times-ში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიულენის მიმდევრებს ″ერდოღანის ქმედებების გაკონტროლების და ქვეყანაში სიტუაციაზე ზეგავლენის″ ძალას მიაღწიეს, მაგრამ არმიაში გადატრიალების მოწყობის ძალა არ ჰქონდათ, რაც თურქეთის მთავრობის ბრალდებებს ეწინააღმდეგება.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-turkiye-38646182