საპროცედურო კომიტეტი ხვალ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს

საპროცედურო კომიტეტი ხვალ ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის საკითხს განიხილავს. 

ფრაქცია 6-კაციანი იქნება და მის შემადგენლობაში ერთიანდებიან: რომან გოცირიძე, სალომე სამადაშვილი, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და აზერ სულეიმანოვი. 

ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას“ რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს. როგორც მან ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ფრაქცია უმცირესობის ფარგლებში წარმოდგენილი არ იქნება.

საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი ”ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა დეპუტატებმა შეინარჩუნეს. უმცირესობაში შემავალი ფრაქციებია: ”ევროპული საქართველო” და ”ევროპული საქართველო უკეთესი მომავლისათვის”.