თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მედია ტრამპის ინაუგურაციაზე მისული მოსახლეობის რაოდენობის არასწორად გააშუქებაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მედია ტრამპის ინაუგურაციაზე მისული მოსახლეობის რაოდენობის არასწორად გააშუქებაში დაადანაშაულა

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ მედია ტრამპის ინაუგურაციაზე მისული მოსახლეობის რაოდენობის არასწორად გააშუქებაში დაადანაშაულა. თავად ტრამპის განმარტებით, მისი ინაუგურაციის სანახავად ვაშინგტონის ცენტრში მილიონნახევარი ადამიანი შეიკრიბა. ამვდროულად პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ფიცის დადების ცერემონიის სანახავად კაპიტოლიუმის შენობასთან 250 ათასი ადამიანი მივიდა. 

„ეს ინაუგურაციის სანახავად ოდესმე მისული ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა იყო. არა მხოლოდ იმ ადამიანების გათვალისწინებით, ვინც დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ინაუგურაციასთან დაკავშირებით მოსახლეობის ენთუზიაზმის დაკნინების მცდელობა არასწორი და სამარცხვინოა“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა. 

ვაშინგტონიის მერიის ინფორმაციით, 2009 წელს ბარაკ ობამას ინაუგურაციას 1,8 მილიონი ადამიანი ესწრებდა, რაც რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. 

ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის მომენტიდან მედიით უკმაყოფილება უკვე არაერთხელ გამოხატა.