აშშ-ის კონგრესის სენატმა გენერალი ჯეიმს მეტისი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა გენერალი ჯეიმს მეტისი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის სენატმა გენერალი ჯეიმს მეტისი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი სენატის 98 წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგი ერთი წევრი იყო. 

აშშ-ის თავდაცვის ახალმა მდივანმა ჯეიმს მეტისმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის თანდასწრებით ფიცი დადო. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელმაც საშუალება მისცა ჯეიმს მეტის თავდაცვის მდივნის პოსტი დაეკავებინა, ვინაიდან აშშ-ის კანონმდებლობით, სამხედრო პირს აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტის დაკავება სამხედრო სამსახურიდან წასვლიდან 7 წლის შემდეგ შეუძლია. აღნიშნული ცვლილება კანონმდებლობაში კონგრესმა დაამტკიცა.