დონალდ ტრამპი:   ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს

დონალდ ტრამპი: ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს

ჩვენ ხელისუფლებას ხალხს გადავცემთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა პირობა დადო, რომ აშშ-სა და მსოფლიოს განვითარების კურსს გრძელვადიანი პერსპექტივით განსაზღვრავს და ძალაუფლებას ვაშინგტონისგან ხალხს გადაცემს. 

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ სხვა ქვეყნებთან მეგობრობის გზებს მოძებნის, მაგრამ აშშ უფლებას დაიტოვებს, საკუთარი ინტერესები პირველ ადგილზე დააყენოს. მისივე განცხადებით, აშშ სხვა ქვეყნებს თავზე არ მოახვევს საკუთარი ცხოვრების წესს, მაგრამ შეეცდება სამაგალითო იყოს მათთვის. 

სიტყვით გამოსვლისას ის ასევე შეეხო რადიკალური ისლამური ტერორიზმის საკითხს. „ჩვენ სრულად აღმოვფხვრით რადიკალურ ისლამურ ტერორიზმს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.