დონალდ ტრამპმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის თანდასწრებით ფიცი დადო და ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა.
„მე, დონალდ ტრამპი, საზეიმოდ ვფიცავ, რომ ერთგულად ვუხელმძღვანელებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და გავაკეთებ ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა მოვუარო, გავუფრთხილდე და დავიცვა აშშ-ის კონსტიტუცია. ღმერთი იყოს ჩემი მფარველი!“, - განაცხადა მან ფიცის დადებისას.
ასევე, ფიცი აშშ-ის ახლად არჩეულმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსიმ დადო.
გასული წლის 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატების“ კანდიდატი ჰილარი კლინტონი დაამარცხა.