ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ძალიან საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ძალიან საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ ძალიან საინტერესო ვარიანტია შემოთავაზებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სამუშაო ჯგუფის დახურული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. 

“მოგეხსენებთ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების დროს მართლმსაჯულებას გარკვეული ზედამხედველობის ფუნქცია და პასუხისმგებლობა გააჩნია. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც დღეს გაჟღერდა. შეხვედრაზე ძალიან კარგად მოვისმინე არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, ასევე ის ვარიანტი, რომელიც პარლამენტმა წარადგინა. ჩვენ, სასამართლო, ამ საკითხებზე ვიმუშავებთ და საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო გვენეტაძემ.

როგორც პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა კონცეფცია, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სუს-ის დაქვემდებარების ქვეშ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.