აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში მივიდა, სადაც წინამორბედ ბარაქ ობამას არაფორმალურ გარემოში შეხვდება. შეხვედრა თეთრი სახლის ცისფერ დარბაზში ჩაის დალევის ფორმატში, მელანია ტრამპისა და მიშელ ობამას თანდასწრებით გაიმართება, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსამსახურმა.
ეს ტრადიციული ცერემონიაა აშშ-ში ხელისუფლების გადაცემის დროს. აღნიშნული ღონისძიების შემდეგ ობამა და ტრამპი ინაუგურაციის ცერემონიაზე გაემგზავრებიან.
დღეს ვაშინგტონში, თბილისის დროით 21:00 საათზე აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს, რის შემდეგაც ოფიციალურად აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი გახდება.