”ნაციონალური მოძრაობის” ამჟამინდელი გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია. ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის ”ფეისბუქ ” გვერდზე გავრცელდა.
”მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია”, -წერს ვანო მერაბიშვილი.
”ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილი დარჩება პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა ვიდრე პატიმრობაში იქნება, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებს.