საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორპორაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კორპორაცია "Denso"-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

უმსხვილესი იაპონური ავტომწარმოებელი კორპორაცია "Denso", რომელიც ევროპაში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, საქართველოს შესაძლებლობებს შეისწავლის.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და კორპორაცია "Denso"-ს აღმასრულებელი დირექტორის, მასატო ნაკაგავას შეხვედრაზე აღინიშნა.

მხარეებმა საქართველოს ბიზნესშესაძლებლობებზე და იმ კონკურენტუნარიან გარემოზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო ინვესტორებს სთავაზობს.  

"Denso", რომლის დამფუძნებელია კომპანია Toyota, კონვეირებისა და სათადარიგო ნაწილების ქსელებისთვის ავტონაწილების გლობალურ მომწოდებელს წარმოადგენს.