„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რაც შეიძლება დიდი ხანი უნდა იარსებობს იმისთვის, რომ თავადვე გაახსენოს საზოგადოებას, თუ როგორი არ შეიძლება იყოს სახელისუფლებო პარტია, - აღნიშნული განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
„ასეთია ჩემი შეფასება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. სხვა შიდა პარტიული პროცესი ჩვენი საქმე არ არის და ამაში არ ჩავერევით“, - აღნიშნა მდინარაძემ, რომელმაც დამატებითი შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა.
დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა. ყრილობის მონაწილეებს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა.