გიორგი გახარია დავოსში ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია დავოსში ეგვიპტის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

გიორგი გახარია დავოსში  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ ქალბატონ საჰარ ნასრის შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ეგვიპტურმა მხარემ დაინტერესება გამოთქვა, ეკონომიკური კომისიის რიგით მესამე სხდომა  2017 წლის გაზაფხულზე ქ. თბილისში ჩატარდეს. კომისიას ეგვიპტის მხრიდან  თავად ქალბატონი საჰარ ნასრი უხელმძღვანელებს.

საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში.

2016 წლის  იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა, საქართველოსა და ეგვიპტეს შორის, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 129%-ით და 19 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა გაიზარდა.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართული მხარე მიესალმება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოხატავს თანამშრომლობის მზადყოფნას ინვესტიციების მიმართულებით.