პრემიერს აზრით,

პრემიერს აზრით, "გაზპრომის" ხელშეკრულებასთან დაკავშირებით საქართველომ მაქსიმუმი გააკეთა

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, "გაზპრომთან" მიმართებით, საქართველომ დაიცვა ქვეყნის ინტერესი და მიაღწია მაქსიმალურ შედეგს, რისი მიღწევაც იყო შესაძლებელი.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს კომპანია "გაზპრომთან" გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით თემის კომენტირებისას განუცხადა.  


"სამწუხაროა, რასაც ჩვენ ვუყურებთ ეს დღეები, იმიტომ, რომ "გაზპრომთან" დაკავშირებით საქართველომ გააკეთა მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეეძლო არსებულ კონიუქტურასა და მოცემულ პირობებში.
 არავისზე ნაკლებად შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, გაგვაჩნია პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფალთ და ჩვენ შევასრულეთ პირნათლად ჩვენი მოვალეობა. "გაზპრომთან" გაფორმებული 

ხელშეკრულება გასაჯაროვდება იმ დოზით,რითაც არის შესაძლებელი, რადგან ჩვენ დასამალი ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი გვაქვს,"-აღნიშნა პრემიერმა.

რუსულ კომპანია "გაზპრომთან" ხელშეკრულების ვადა დეკემბერში ამოიწურა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, საქართველო ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ "გაზპრომისგან" გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ძველი კონტრაქტის თანახმად, ქართული მხარე სომხეთში გამავალი გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებდა.