თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ. თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ თქვენი ერთგულებისთვის, - ასე მიმართა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სანდრა რულოვსმა პარტიის მეშვიდე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას სპორტის სასახლეში შეკრებილ მოქალაქეებს.
როგორც სანდრა რულოვსმა განაცხადა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებსა და მხარდამჭერებს უკანასკნელი წლების განმავლობაში ”ბევრის გადატანა” მოუწია, რისთვისაც ისინი მადლობას იმსახურებენ.
”მინდა იქიდან დავიწყო, რომ თქვენგან ტაშს არ ვიმსახურებ. თქვენ უფრო დიდ ტაშს იმსახურებთ თქვენი ერთგულებისთვის და თქვენი ბრძოლისთვის.
თქვენ ძალიან ბევრი გადაგიტანიათ ბოლო წლების მანძილზე არა მარტო სამსახურში, ოჯახში, ნათესავებსა და მეგობრებში, არამედ იყო დაკითხვებიც, დაპატიმრებებიც, შეურაცხყოფაც იმის გამო, რომ მოძრაობის ერთგული მომხრე ხართ,” - განაცხადა სანდრა რულოვსმა.