ჯანი ბუკიკიო:   საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი კარგია, მაგრამ უნდა გაუმჯობესდეს

ჯანი ბუკიკიო: საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი კარგია, მაგრამ უნდა გაუმჯობესდეს

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, ზოგადად საქართველოს კონსტიტუცია საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, მაგრამ მას გაუმჯობესება სჭირდება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ბუკიკიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას, კონსტიტუციაში ცვლილებებების განხორციელებისას გათვალისწინებული იყოს ვენეციის კომისიის შენიშვნები და მოსაზრებები.

„მე ვარ საქართველოს მეგობარი, ბოლო 20 წლის განმავლობაში ბევრჯერ ვარ საქართველოში ნამყოფი. როგორც იტალიელს მესმის ქართული მენტალიტეტი, ჩვენი თვისებები, ჩვენი პრობლემები, ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის. მთლიანობაში საქართველოს კონსტიტუციის ტექსტი არის კარგი, არის შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, მაგრამ უნდა გაუმჯობესდეს. ვენეციის კომისიას 2010 წელს განხორციელებული ცვლილებებისას ჰქონდა კრიტიკული შენიშვნა ზოგიერთ საკითხზე, რომელთა სრულყოფაც უნდა მოხდეს. ჩვენ არაფერს გახვევთ თავზე, ჩვენ გვსურს გაუმჯობესდეს საქართველოს კონსტიტუცია და მოვიდეს სრულ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.