ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს სიტყვით ვაშინგტონიდან მიმართავენ

ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს სიტყვით ვაშინგტონიდან მიმართავენ

ლევან ვარშალომიძე და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის მონაწილეებს სიტყვით ვაშინგტონიდან მიმართავენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ელგუჯა ბაგრატიონმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. 
როგორც ბაგრატიონი აცხადებს, აჭარიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე 750-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. 
„აჭარიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას 750-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობაზე მოწვეული სტუმრებიც ბევრია. მინდა გითხრათ, რომ ლევან ვარშალომიძე საქართველოში არ იმყოფება და იგი მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ვაშინგტონიდან ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. პარტიულ ყრილობაზე დასასწრებად ამ წუთებში მივემგზავრებით“, -აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა დღეს, 14:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება.