მდინარე ტემზაში მეორე მსოფლიო ომისდროინდელი ბომბის აღმოჩენის გამო, ლონდონში ვესტმინსტერისა და ვატერლოოს ხიდებზე მოძრაობა გადაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ბრიტანული მედია ავრცელებს.
აღნიშნულ რაიონს პოლიცია ამ დრომდე ამოწმებს.
ამასთან, მეტრო „ვესტმინსტერიდან“ მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ ხიდებზე მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება პარალიზებული.