NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობის განცხადებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა

NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობის განცხადებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა

NDI-ს მიერ გამოკითხულთა 17 % აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ხოლო 26 %-ს თქმით, გაუარესდა. 

ამასთან, გამოკითხულთა 56 % მიიჩნევს, რომ ის და მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია, როგორც 2012 წლის ოქტომბრამდე იყო.

NDI-ს კვლევის საველე სამუშაოები 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა და მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3 141 პირი პირისპირ ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია.