შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 2017 წლის 14 იანვარს, თავისი თანამშრომლის, პაატა ხაჩიძის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით და თანაგრძნობასა და თანადგომას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებსა და ახლობლებს. პაატა ხაჩიძე 2013 წლიდან მუშაობდა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალში“ ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთში, მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტზე. იგი იყო კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე და დისციპლინირებული თანამშრომელი, რისთვისაც კომპანია მისი მადლიერია და კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა მწუხარებას მისი გარდაცვალების გამო.
შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფი“ მზადყოფნას გამოთქვამს გვერდში დაუდგეს გარდაცვლილის ოჯახს და აუნაზღაუროს მის დაკრძალვასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და გაუწიოს ფინანსური დახმარება. ასევე, კომპანია მზადაა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან და მიაწოდოს ნებისმიერი ინფორმაცია, რაც საჭირო იქნება გამოძიების სრულყოფილად და ობიექტურად წარმართვის მიზნით.