Human Rights Watch 2017 წლის მსოფლიო ანგარიშში თურქეთს აკრიტიკებს

Human Rights Watch 2017 წლის მსოფლიო ანგარიშში თურქეთს აკრიტიკებს

ნიუ-იორკში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRW ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2017 წლის მსოფლიო ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში, სადაც 90-ზე მეტი ქვეყანაა შესწავლილი, თურქეთსაც აკრიტიკებენ.

ორგანიზაციამ თურქეთში ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გასულ წელს განვითარებული მოვლენები ″ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ საშინელი გაუარესება″ - სათაურით აუწყა თავის მკითხველებს.

ანგარიშში HRW-ს ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი აღნიშნავს, რომ თურქეთი ბოლო თაობის ყველაზე სერიოზულ კრიზისშია.

″თურქეთის პრეზიდენტი და მთავრობა 2016 წლის ივლისში მომხდარ გადატრიალების მცდელობას ადამიანის უფლებების შესალახად და ფუნდამენტური დემოკრატიული გარანტიების განადგურების მიზნით ინსტრუმენტად იყენებს″ - ნათქვამია ანგარიშში.

პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართულ მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე, გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ძალიან ბევრი, კანონის ძალის მქონე ბრძანებულება გამოიცა.

წყარო: http://www.bbc.com/turkce/haberler-turkiye-3859480