თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, კვიპროსიდან თურქეთის ჯარის სრულად გაყვანის საკითხი ჯერ არ განიხილება. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
„ჩვენ გასაგებად განვუცხადეთ კვიპროსისა და საბერძნეთის ხელისუფლებებს, რომ იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ საკითხი თურქეთის გარეშე მოგვარდება“, - აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, თურქეთის სათვისტომოს წარმომადგენლები კვიპროსში აქტიურად და კეთილსინდისიერად მუშაობენ საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა, კვიპროსის რესპუბლიკისა და საბერძნეთის ხელმძღვანელობა ჯერ კიდევ სხვაგვარად ხედავენ საკითხის მოგვარებას.
კვიპროსის გაერთიანების შესახებ დისკუსია გაეროს ეგიდით, ჟენევაში ორშაბათს დაიწყო. მანამდე კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტასიადისმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმება კუნძულის გაერთიანების შესახებ უნდა ითვალისწინებდეს 30 ათასი თურქი სამხედროს ტერიტორიიდან გაყვანას.
კვიპროსი ორ ნაწილად 1974 წლიდან გაიყო. კუნძულის ერთ მესამედზე თურქი კვიპროსელები ცხოვრობენ, ორ მესამედზე კი - ბერძნები.