ესპანეთის პოლიციამ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ქალაქ სეუტაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ორი ეჭვმიტანილი დააკავა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები ესპანეთის და ევროპის ქვეყნებში თავდასხმებს გეგმავდნენ. ოპერაციის შემდეგ, სამართალდამცველებმა სამალავიც აღმოაჩინეს. ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა.
პოლიცია ისლამისტების დასაკავებლად რეიდებს ყოველდღიურად აწარმოებს.