”ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად ეყოლება ფრაქცია პარლამენტში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობის” ფრაქციას ექნება ბევრი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის.
”ჩვენ პარლამენტში აუცილებლად გეყოლება ჩვენი ფრაქცია. ამავდროულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ იქნება უმცირესობის ფარგლებში. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას ექნება ბევრი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის. ჩვენ ვემზადებით 20 იანვრის ყრილობისთვის და ამ ყრილობაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება საპარლამენტო საქმიანობა”, - განაცხადა მელიქიშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობას” სახელწოდება შეეცვალა და მას
”ევროპული საქართველო” ეწოდა. ამასთან, ფრაქციის წევრებმა ახალი თავმჯდომარე აირჩიეს, ნიკა მელიას ნაცვლად ფრაქციას სერგო რატიანი უხელმძღვანელებს.