Human Rights Watch 2017 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს

Human Rights Watch 2017 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს

Human Rights Watch-მა 2017 წლის მსოფლიო ანგარიში გამოაქვეყნა. 687-გვერდიან ანგარიშში ორგანიზაცია განიხილავს ადამიანის უფლებების პრაქტიკას 90-ზე მეტ ქვეყანაში. 

ანგარიშში საქართველოზეც არის ინფორმაცია. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო უშიშროების სამსახურების თავისუფალმა წვდომამ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე რისკის ქვეშ დააყენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. 

ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დადგომის ნაკლებობა არსებობს. 

ანგარიშის ავტორების აზრით, სხვა სფეროები, რომლებიც შეშფოთებას იწვევს საქართველოში მოიცავს მედია თავისუფლებას და ლგბტ ადამიანების უფლებებს.