„ცეცხლოვან რგოლზე“ უფოლოგებმა უცხოპლანეტელები შენიშნეს (VIDEO)

„ცეცხლოვან რგოლზე“ უფოლოგებმა უცხოპლანეტელები შენიშნეს (VIDEO)

გუშინ, მზის უნიკალური დაბნელების მომსწრე დედამიწის მილიონამდე მცხოვრები გახდა.  ამ მოვლენას აკვირდებოდნენ ჩინეთში, ფილიპინებზე, იაპონიაში, აშშ-ში, მექსიკაში, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

გუშინ მზე  „ცეცხლოვან რგოლად“ გადაიქცა. მთვარემ ნელ-ნელა დაიწყო მზის ცენტრალური ნაწილის მთლიანად დაფარვა და გამოჩნდა  გაშავებული მთვარე, რომელსაც გარშემო შემორტყმული ჰქონდა ცეცხლოვანი რკალი.

ეს მოვლენა მეცნიერებმა ასი წლის წინ იწინასწარმეტყველეს. როგორც ისინი თავიდანვე ამბობდნენ, ეს მოვლენა ადამიანებს საფრთხეს არ უქმნით, ერთადერთი რაც შეიძლება მათ იგრძნონ, ეს არის სინათლის შემცირება, რამდენიმე წუთით. აღსანიშანვია, რომ  „ცეცხლოვანი რგოლის“ ხილვა  1997 წელსაც იყო შესაძლებელი,  მაშინ მთვარემ  მზის  სინათლის 85 % დაფარა. გუშინ კი, დაახლოებით, 74, თუმცა როგორც ნასაში პროგნოზირებდნენ, დღის სინათლე არ გამქრალა, უბრალოდ ოდნავ მობინდდა. ეს მოვლენა დაინახეს ადამიანებმა, რომლებიც  აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის, 240 იდან 300 კილომეტრის საზღვრებში იმყოფებოდნენ.

დედამიწის სხვადასხვა ნაწილში, მზის დაბნელებას ადამიანები სხვადასხვანაირად ხედავდნენ, იაპონიაში მას ადგილობრივი ტელევიზიები ღია ეთერში გადასცემდნენ.

ტოკიოში სანახაობა წვიმამ კინაღამ ჩაშალა, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მთვარე მაქსიმალურად გადაეფარა მზეს, ცა  მოულოდნელად მოიწმინდა და ღრუბლებიც სადღაც გაქრა.

როგორც ადგილობრივ პრესაში წერენ, ტოკიოს მცხოვრებლებისთვის, ეს ნამდვილი, სამუდამოდ დასამახსოვრებელი ზეციური სპექტაკლი იყო.

ყველაფერი ამით არ დასრულებულა და უჩვეულო ასტრონომიული მოვლენას, უფოლოგების ახალი აღმოჩენაც მოჰყვა.

„ცეცხლოვანი დისკოს“ გადაღების დროს, ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში მთვარის დისკოს კიდეზე გამოჩნდა, შავი ფერის უჩვეულო მოძრავი ფიგურა, რომელსაც  კამერა რამდენიმე წუთის განმავლობაში აღიქვამდა. როგორც უფოლოგები ვარაუდობენ, ეს შეიძლება უცხოპლანეტელი ყოფილიყო, თუმცა ისინი ამ მოვლენისა და ობიექტის ახსნას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ.