ნიკა რურუა:  წამსვლელი წავიდა, საქმის გამკეთებელი კი დარჩა

ნიკა რურუა: წამსვლელი წავიდა, საქმის გამკეთებელი კი დარჩა

წამსვლელი წავიდა, საქმის გამკეთებელი კი დარჩა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ უგულავა-ბოკერიას გუნდის გასვლას პარტიის წევრი ნიკა რურუა. მისი თქმით, პარტია დატოვა მათი თანამებრძოლების ერთმა გუნდმა და ამაში ტრაგედია არაფერია.

„წამსვლელი წავიდა, საქმის გამკეთებელი ხალხი კი დარჩა. პარტია დატოვა ჩვენი თანამებრძოლების ერთმა ნაწილმა. ეს მათი გადაწყვეტილებაა და და ამაში ტრაგედია არაფერია. პარტია გაიზრდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დამთავრდება ინტრიგები, კარჩაკეტილობა, დამთავრდება ქედმაღლობა და ბევრად უფრო დაუახლოვდება საკუთარ ხალხს. ასევე დამთავრდება კაბინეტური მმართველობა, რითაც იხეირებს ჩვენი ხალხი და ქვეყანა“, - განაცხადა ნიკა რურუამ.