ჩიორა თაქთაქიშვილი - ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ

ჩიორა თაქთაქიშვილი - ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ

სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ, - ასე ეხმაურება ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თანაგუნდელების განცხადებას, რომლებმაც პარტია დატოვეს.

”ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ. აბა რა ექნათ, ციხე შიგნიდან ვერ გატეხეს. უგულავამ 15 წუთიან გამოსვლაში მიშა ლამის 20-ჯერ ახსენა. აი, ყოჩაღ. იმ ბრძენი კაცის რეკორდს მაინც ნუ მოხსნით, ეწყინება, ცოდოა”, - წერს თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათ პარტიის გაყოფაზე პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრეს.