რა სამწუხაროა: ასე შიხიაშვილიც კი არ წასულა, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური უკვე ყოფილი თანაპარტიელების განცხადებებს.
ამის შესახებ ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული გუნდის გამოსვლას „პატაკი ივანიშვილს“ უწოდებს.
ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის წარმომადგენლებმა ”ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამისი განცხადება მათ ”ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. მათ პარტიის გაყოფაზე პასუხისმგებლობა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დააკისრეს.