„ნაცმოძრაობიდან“ გასული პოლიტიკური ლიდერები საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ

„ნაცმოძრაობიდან“ გასული პოლიტიკური ლიდერები საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული პოლიტიკური ლიდერები პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ. აღნიშნულ პარტიას შესაძლოა შეეცვალოს სახელწოდება, მასში სხვა ტიპის ცვლილებებიც განხორციელდება.თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ისინი მომავალ პოლიტიკურ საქმიანობას აღნიშნული პარტიის ბაზაზე გააგრძელებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გიგი უგულავამ განუცხადა, პოლიტიკური საქმიანობისთვის „ევროპული საქართველოს“ პლატფორმას აუცილებლად გამოიყენებენ, ხოლო ყველა სხვა დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ანალოგიურ განმარტებებს აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობიდან გასული სხვა ლიდერები.