გიგი უგულავა ახალი პარტიის თავმჯდომარის პოსტზე მხარს დავით ბაქრაძეს უჭერს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგი უგულავამ დღევანდელი ბრიფინგის შემდეგ განუცხადა, სადაც პარტიის ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
„თავმჯდომარეს აირჩევს ყრილობა, მე პირადად მხარს დავით ბაქრაძეს ვუჭერ“, - განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება ახალ პარტიას, როგორც გიგა ბოკერიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
მისი თქმით, საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს პარტიის სახელთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.