მერაბიშვილის მორიგი დახურული შეხვედრა კასპში (VIDEO)

მერაბიშვილის მორიგი დახურული შეხვედრა კასპში (VIDEO)

ვანო მერაბიშვილი, გუშინ, 21 მაისს, კასპის კულტურის სახლში -,,ჰარმონია”- საბიუჯეტო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. კასპის რაიონის სოფლებიდან ტერიტორიულო ორგანოს რწმუნებულებმა სკოლის პედაგოგები და ხელისუფლების მომხრე პირები ჩაიყვანეს. შეხვედრაზე ჟურნალისტებს და არასამთავრობო სექტორს, ასევე სხვა პარტიის წევრებს დასწრების და გარედან მოსმენის უფლება არ მისცეს. დაცვის სამსახურის ფუნქცია კასპის წყალკანალის უფროსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა შეითავსა და შეხვედრის დამთავრებამდე დარაჯად იდგა.

 კოალიცია ,,ქართული ოცნების” რაიონული ოფისის ხელმძღვანელმა ხათუნა თათანაშვილმა, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია რესპუბლიკური პარტიიდან, რამდენჯერმე დარბაში შესვლა სცადა, თუმცა დარაჯად მყოფმა ,,წყალკანალის” სამსახურის უფროსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თათანაშვილი დაჟინებით მოითხოვდა, რომ იგი, როგორც კასპის საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ დარბაზში შესულიყო.


ვანო მერაბიშვილთან ერთად, დღეს, კასპში შიდა ქართლის გუბერნატორი გიგა ტატიშვილიც იმყოფებოდა. იქ იყო ასევე სამხარეო პოლიციის სამართველოს უფროსი და მოადგილე.

შეხვედრიდან გამოსულმა პედაგოგებმა განაცხადეს, რომ შეხვედრაზე კასპში შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრეს. მინისტრი ასევე დაპირდა მათ, რომ სულ მალე სამი სკვერი გაკეთდება. შეხვედრაზე მყოფი მხარდამჭერები კი სამუშაოების შოვნის დაპირებებზე ამახვილებენ ყურადღებას. საჯარო მოხელები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან მსგავს საუბრებს უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ ეს შეხვედრა იყო ,,ნაციონალური მოძრაობის” მორიგი დახურული სხდომა.