ალასანია წერილის განხილვას დაპირდა. მან შეხვედრაზე კი სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმებზე ისაუბრა. ალასანია გორელებს დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მიწის სერტიფიკაცია მოხდება. ,,შეიქმნება მიწის სამართლებრივი და იურიდიული ბაზა” – აღნიშნა ალასანიამ. ასევე პოლიციელებს შეუთვალა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პროფესიონალები ადგილზე დარჩებიან. საზოგადოებრივი მოძრაობის ექსპერტმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მომავალი კვირიდან ქართული ოცნების ლიდერები ევროპის ქვეყნებში გავლენ და რეალურ ინფორმაციას გაიტანენ.
შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა.