თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ, - ასე გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, კიდევ დარჩა რიგი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას.
„აღნიშნული პროცესი გრძელდება. ევროკავშირის ინსტიტუტები განაახლებენ მუშაობას ამ პროცესის დასასრულებლად. ჩვენ ამ პროცესის ბოლო სტადიაზე ვიმყოფებით. ასე რომ, როგორც ბრძანეთ, თქვენ ელოდებით, ხოლო ჩვენ ვმუშაობთ ამ პროცესის დასასრულებლად“, - აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია.