რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულნი ვიყავით იმ ფაქტით, რომ ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ და ამავდროულად, მივესალმებით იმას, რომ მთავრობამ გამოძიება დაიწყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმე ძალიან შემაშფოთებელია და ჩვენ მას ვაკვირდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
აშშ-ის ელჩმა ასევე გააკეთა კომენტარი „რუსთავი-2“-ის საქმესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თავისუფალი მედია მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის.
„თავისუფალი მედია ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი თავისუფალი საზოგადოების განვითარებისთვის, რათა ყველა ხმას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს წვდომა ჰქონდეს მედიაზე და ტელევიზია მედიის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ჩვენ ამ საქმეს ვაკვირდებით“, - დასძინა აშშ-ის ელჩმა.