ელენე ხოშტარია ნიკა მელიაზე:   საკუთარ პარტიაში აწყობს შოუს

ელენე ხოშტარია ნიკა მელიაზე: საკუთარ პარტიაში აწყობს შოუს

ძალიან გთხოვთ ყველას თავი დაანებეთ, საკუთარ პარტიაში აწყობს შოუს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სამუშაო ოთახში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ თანაფრაქციელები - ნიკა მელია, სერგო რატიანი და აკაკი ბობოხიძე.

ნიკა მელიამ ისინი ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. ნიკა მელიამ ისიც განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთი წევრი ბავშვივით უჯერებს გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი.

„ძალიან გთხოვთ ყველას თავი გაანებეთ, თავის პარტიაში აწყობს შოუს“, - მიმართა თანაფრაქციელებს ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, როგორც მან ინციდენტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია, რომელიც საკუთარი ფრაქციის წევრებს ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება, გუნდის ლიდერი ვეღარ იქნება.

ხოშტარიას განმარტებით, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” დღევანდელი სხდომა, სადაც თავმჯდომარის გადაყენების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გიგი უგულავას თხოვნით გადაიდო. ხოშტარიას განმარტებით, უგულავა თანაგუნდელებს სთხოვს, რომ ყველა რესურსი ბოლომდე იყოს გამოყენებული კონსულტაციებისთვის.

”ადამიანები, რომლებიც პარტიის ერთიანობაზე და ”ნაციონალური მოძრაობის” იდეებზე საუბრობენ, საკუთარ პარტიაში და საკუთარ ფრაქციაში ასეთ იაფფასიან შოუს აწყობენ. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მათ არაფერი ამოძრავებთ გარდა იმისა, გახლიჩონ პარტია. დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ნიკა მელია ვერ იქნება იმ გუნდის ლიდერი, რომელსაც ასეთი მოვარდნებითა და შეურაცხყოფით ელაპარაკება”, - განუცხადა ჟურნალისტებს ელენე ხოშტარიამ.

პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ცოტა ხნის წინ მოხდა.

სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება.

მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი.