ნიკა მელია სერგო რატიანს - ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას

ნიკა მელია სერგო რატიანს - ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას

ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც შენ უჯერებ ბოკერიას, - ასე მიმართა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ თანაპარტიელ სერგო რატიანს. 

შელაპარაკება თანაპარტიელებს შორის პარლამენტში, ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში მოხდა.

”ბავშვი არ მიჯერებს ისე, როგორც თქვენ უჯერებთ ბოკერიას. პარტიიდან გარბიხართ, ”ნაციონალური მოძრაობიდან” გარბიხართ შენ, გიგა ბოკერია, ირმა ნადირაშვილი”, - მიმართა ნიკა მელიამ სერგო რატიანს. 

საპასუხოდ კი სერგო რატიანმა მელიას მოუწოდა ეთქვა, თუ სად იყო აქამდე და რა პოზიცია ჰქონდა.

”ბოკერიას ვინც უჯერებდა, კარგად ვხედავთ. აქამდე სად იყავი. გარბიხართ თქვენ, როდესაც აწყობთ იმას, რასაც აწყობთ”, - აღნიშნა სერგო რატიანმა.

ნიკა მელია დაპირისპირებულმა თანაპარტიელებმა ოთახიდან ტაშით გააცილეს.

პარლამენტში, ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამუშაო ოთახში ფრაქციის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ცოტა ხნის წინ მოხდა. 

სიტყვიერად ერთმანეთს ნიკა მელია, სერგო რატიანი, აკაკი ბობოხიძე დაუპირისპირდნენ. ნიკა მელიამ თანაფრაქციელები ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა. მან ისიც განაცხადა, რომ ისინი ბავშვივით უჯერებენ გიგა ბოკერიას. მის ამ სიტყვებს მოჰყვა სიტყვიერი შელაპარაკება. 

მხარეებმა ერთმანეთს პარტიის დაშლაში დასდეს ბრალი.