ბაშარ ალ-ასადი - ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ

ბაშარ ალ-ასადი - ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ

სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის განაცხადებით, ქალაქ ალეპოს აღება სირიის კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი იყო. აღნიშნულის შესახებ სირიის პრეზიდენტმა დამასკოში ფრანგული მედიის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სირიის ლიდერის შეფასებით, ალეპოს აღება „მნიშვნელოვან მომენტს“ წარმოადგენდა კონფლიქტში, რომელიც 2011 წელს დაიწყო. 

„ეს მნიშვნელოვანი მომენტია ამ ომში და ჩვენ გამარჯვების გზაზე ვართ. მაგრამ ჩვენ ამას არ ვთვლით გამარჯვებად, ვინაიდან გამარჯვება მაშინ იქნება, როდესაც ჩვენ ტერორისტებს გავანადგურებთ“, - განუცხადა ბაშარ ალ-ასადმა ფრანგული მედიის წარმომადგენლებს. 

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის სირიელებისთვის ეს მტკივნეულია, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ერთი ნაწილი განადგურებულია და სისხლი იღვრება. არასოდეს გამიგია, რომ ისტორიაში ვინმე საუბრობდეს კარგ ომზე, ყველა ომი ცუდია“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა. 

„მთავარი საკითხია თუ როგორ გავათავისუფლოთ მოსახლეობა ტერორისტებისგან. ნუთუ უკეთესია მოსახლეობა მათ დავუტოვოთ, ვინც ხალხს სჯის, თავებს ჭრის? არა, უნდა გავათავისუფლოთ ისინი და ამისთვის ზოგჯერ ფასის გადახდა გვიწევს“, - დასძინა ბაშარ ალ-ასადმა.